ილია თოფურიას ახალი მეტოქის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
ილია თოფურია (11-0) მომდევნო შეხვედრას ახალ კატეგორიაში, მსუბუქ წონაში ჩაატარებს.

ჩვენებურის მეტოქე ჯაი ჰერბერტი (11-3) იქნება. ორთაბრძოლა 19 მარტს, ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე ჩატარდება.

როგორც mmafighting-ი წერს, ილიას წონის ცვლილების მიზეზი 22 იანვარს, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე წონის ვერდაკლება გახლდათ. შეგახსენებთ, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, "მატადორმა" წონის კლების პროცესი შეწყვიტა.

ლონდონში გასამართი UFC-ის მორიგი ღონისძიების მთავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკოვისა და ტომ ასპინალის დაპირისპირება იქნება.

მომზადებულია mmafighting-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰაილეთები ვნახე არაუშავს რა მებრძოლია მაგრამ ღრანჭებში არ აცდება... დაწერეთ რომელია რეიტინგში ასე მშრალად რომ წერთ რა პონტია
რონი
13:04 18-02-2022
3

სიახლეები პოპულარული