უკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების რუსი მებრძოლი ვლადიმირ მინეევის ძმა პიოტრ მინეევი უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენმა ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა. 

"მეგობრებო, ცა ჩამოიქცა და მიწა გადატრიალდა, ცხოვრება რაკიდალურად შეიცვალა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებით," - დაწერა მინეევმა, რომლის ძმაც რუსეთის არმიაში კონტრაქტით მსახურობდა და მისი ბრიგადა დისლოცირებული ულიანოვსკში იყო, უკრაინის საზღვრიდან 1600 კილომეტრის მოშორებით. 

მედიაში აქტიურად განიხილავენ, რომ ვლადიმირის მიერ დაწერილი წინადადების ბოლო ნაწილი (მაგრამ მაინც არ ვჩერდებით) უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ამბობს. გერმანელი
პროფესორი ვილჰელმ შვიობელის სიტყვები რომ გავიხსენოთ, "თუ სიმართლის თქმა მხოლოდ ჩურჩულით შეგვიძლია, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ხელში მტრებმა ჩაიგდეს"...

თავად ვლადიმირ მინეევი AMC Fight Nights-ის ჩემპიონი გახლავთ. 32 წლის სპორტსმენს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.

altუკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

altრუსებს რასისტულად ვექცევით - გერმანელი ევროპარლამენტარი

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიახ, ეს ახსოვს ხალხს! - მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ და ტელეფონებს შლიდნენ, რადგან ყველას უსმენდნენ და მერე მარტივად სჯიდნენ ნაცებზე ცუდის მთქმელს: ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ ან იარაღს და სახლ-კარს გააყიდვინებდნენ "საპროცესოში"!- და სანამ ეს მწარედ ახსოვს ხალხს, ნუ მოსთხოვენ "ნიკოლოზები", რომ დაგვღალეთ ნაცებზე ლაპარაკით, მხოლოდ ეს ხელისუფლება აგინეთო!
zura222 -ს
14 მარტი 2022 08:46
15
ცნობისათვის, ამხანაგი "ოდალა" რუსეთის აგენტია, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან "აფრქვევს" თავის გენიალურ აზრებს.
სანდრო
14 მარტი 2022 03:02
3
ერთხელ ბიჭები ვიდექით ბირჟაზე და უცებ პოლიციის მანქანა ჩერდება და გადმოდიან მოძველბიჭო პოლიციელები და აბა რომელს არ მოგწონთ ეს მთავრობაო ხმამაღლა თქვითო, ერთ-ერთი მეზობლის დარეკილი იყო რომ ბიჭები დგანან უბანში დ მთავრობას ლანძღავენო, ესეთი ცხოვრება ენატრება ეხლა ზოგ-ზოგიერთებს
მამუკა
14 მარტი 2022 02:51
11
ჩურჩულით ლაპარაკი ნაცების დროს რომ იყო რუსეთში ახლაც კი არ არის ალბათ.
odala
13 მარტი 2022 17:54
53
ოდალას მივმართავ, რატომ შეგვჭამეთ ამ ნაცებით? ან საერთოდ რა შუაშია ან საიდან მოიტანეთ რომ რუსეთში ახლაც არ არის ალბათ რამხელა აბსურდია ეს, ნაცები ყველას იჭერდნენ მაგრამ 9 და 10 წლის ბავშვს ნამდვილად არა, როგორც ამას პუტინი შვრება. ცოტა გამოდით რა ამ ვიწრო პარტიული აზროვნებიდან და გლობალურად იაზროვნეთ, საშინელების წინაშე ვართ, საზიზღრობებს სჩადის რუსეთი და პუტინი და კიდე ნაცებს და დორბლიან მიშას მიახტით, მაგრად დაგვღალეთ რა ამ ნაცებმაც და ქოცებმაც ერთმანეთის კბენით !
ნიკოლოზი
14 მარტი 2022 02:47
5
ნაცების დროს ხალხს ტელეფონები ქონდათ გამორთული --ვინმემ ახლობელმა არ დამირეკოს და რამე ცუდი არ წამოსდეს სააკიანზე და ორივე არ დაგვიჭირონო ! ტოტალური მოსმენერბი იყო @ ოჯახის წევრებიც კი შიშით იყურებოდნენ აქეთ იქეთ როცა ვინმეს რამე ცუდი წამოსცდებოდა იმ მკვლელებზე !
zura222
13 მარტი 2022 21:05
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული