რუსებს რასისტულად ვექცევით - გერმანელი ევროპარლამენტარი

AutoSharing Option
ევროპარლამენტის წევრმა პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის" კრისტინ ანდერსონმა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გადაწყვეტილებები რუს სპორტსმენებზე სანქციების დაწესების შესახებ რასიზმის გამოვლინებად შეაფასა. 

"ვთვლი, რომ ადამიანების უფლებებს მათი სქესი, წარმომავლობა, რასა, ენა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებები არ უნდა განსაზღვრავდეს. ეს მოთხოვნები უამრავ კანონშია მითითებული, ახლა კი ისინი ირღვევა. 

ის სანქციები, რომლებიც რუს სპორტსმენებსა და რუსული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო დაუწესეს, რასიზმის ნამდვილი გამოვლინებაა", - თქვა ერთ-ერთ ყველაზე რასისტ გერმანელ ევროპარლამენტარად შერაცხულმა კრისტინმა. 

ანდერსონის პოლიტიკური გაერთიანება გერმანიის ყველაზე მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიაა. პოპულისტი
პოლიტიკოსები ევროკავშირის არსებობას ეწინააღმდეგებიან და გერმანიაში ადამიანთა იმიგრაციის წინააღმდეგნი არიან. პარტიას არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები პუტინის მიმართ. 

altუკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

altპუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ქალის სიტყვები რომ მახინჯი აზროვნების ნიმუშია,ამას რა ლაპარაკი უნდა,მაგრამ გთხოვთ,აქ ზაზას და გიგას პოსტებს შეხედოთ.ორი სახელით ერთი და იგივე ტექსტია დადებული.არ ვიცი ამას რა ჰქვია,ტროლი,ნიკი თუ ბოტი,ამაში ვერ ვერკვევი,არც ტექსტის შინაარსზე ვიტყვი რამეს,მაგრამ სწორია მისი ავტორის საქციელი?მსჯელობა თქვენთვის მომინდვია.
სოსო
12:37 15-03-2022
1
აუჩვილდათ გული, მაშინ ყოველმა მათგანმა საჯაროდ დაგმოს დაგმონ ის არნახული ვანდალიზმი და მხეცობა რასაც მათი სახელმწიფო ღიად დაუფარავად სჩადის უკრაინის და ყველა მისი შედარებით სუსტი დაუცველი მეზობლების თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ.
გიგა
13:34 14-03-2022
1

სიახლეები პოპულარული