რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს სცემა. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას გამოხმაურება მოჰყვა და მებრძოლებმაც კომენტარი გააკეთეს.
შეგახსენებთ, ათლეტები ერთმანეთს სასტუმროში გადაეყარნენ და რამდენიმე წამით სიტუაციაც დაიძაბა.
პედიმ თქვა, რომ თოფურიამ გადადგა პირველი ნაბიჯი:
"მაშ ასე, მე მას თავში ვესროლე. ამიტომ, დღეიდან შეგვიძლია სამუდამოდ დავუძახოთ მისტერ ხელის სანიტაიზერი. ცდილობდა ჩემთვის მარჯვენა ჰუკის დარტყმას, თუმცა ძნელია ის კარგად შეასრულო, როდესაც იდიოტს ჰგავხარ. არ მჯერა, რომ ის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თან სულელური წარწერით: "მე შენ გაგაფრთხილე". კარგი, მე არაფერი მომსვლია, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც ხელის სადეზინფექციო ხსნარი თავში მოხვდა, 6-ის წინააღმდეგ მარტო ვიყავი და ხელითაც ვერ შემეხე" - განაცხადა ბრიტანელმა მებრძოლმა.
როგორც ჩანს, ამ ბიჭებს ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. ამიტომ გამოცემა tmz-მ პიმბლეტს თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხა:
"რეიტინგში ის ჩემ ქვემოთაა. როგორც გითხარით, მას საერთოდ არ ვიცნობ, ჩემთვის მხოლოდ მისტერ ხელის სანიტაიზერია. მისი სახელიც კი არ ვიცი. ამ კვირას ჩემი მეგობარი ჯაი ჰერბერტი სასტიკად დაანოკაუტებს, რის გამოც უკან, თავის წონით კატეგორიაში დაბრუნდება".
შეგახსენებთ, ილიასა და ჯაის ორთაბრძოლა ხვალ, 19 მარტს გაიმართება.
შეადარეთ ძიუდოს ან რაგბის-ამათზე უკეთესი სპორტსმენები იბრძვიან სპორტულად და მერე ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან-ესაა კულტურა.
სანახაობითაც არ ასწორებს ეს მმა,ერთი მეორეს თავში ურტყამს დაავადმყიფებამდე და რატო უნდა გამიხარდეს?