"არ მინდა თავი წაგაცალო..." - ილია თოფურია რუს პიოტრ იანს დაემუქრა

AutoSharing Option
10 აპრილს, UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე, ერთმანეთს ალჯამაინ სტერლინგი და პიოტრ იანი დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, სტერლინგი ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მეგობარი და სპარინგ- პარტნიორია და ლოგიკურია, ჩვენებური მხარსაც საჯაროდ უჭერს.

რუსმა სპორტსმენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ მის გუნდს "ალჯოს" გუნდიდან ვინმე შეხვდება, იქვე სცემდნენ. იანის ასეთ აგდებულ საუბარს ილია თოფურია გამოეხმაურა:

"სტერლინგის გუნდში არის ერთი ადამიანი, რომელსაც ძმად მივიჩნევ. აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდიც გამოდის. ამიტომ იმედი მაქვს, ჭკვიანურად მოიქცევი, არ მინდა თავი წაგაცალო" - წერს ილია საკუთარ "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული