მარლონი 19 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 17-ის, როდესაც შვილი - ანა პაულა შეეძინათ. ახალგაზრდა მშობლები უბედნიერესები იყვნენ, მაგრამ ექიმებმა აცნობეს, რომ გოგონას უიშვიათესი დაავადება - მებიუსის სინდრომი ჰქონდა. ეს არის ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც სახის კუნთების მუშაობას არღვევს და საუბარს ართულებს. მსგავსი სინდრომით დაავადებულებს უჭირთ მიმიკის მიღება, ხშირად ელამდებიან, უჭირთ საუბარი და საყლაპავი რეფლექსებიც დაქვეითებული აქვთ.
"ჯერ კიდევ კლინიკაში ვიყავით, ახალი დაბადებული იყო, როცა ექიმმა გვაცნობა ამ საშინელების შესახებ. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ამან გული გამიტეხა. ყველა მამა ოცნებობს შვილის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება და ღმერთს თითოეული ჩვენგანისთვის თავისი გეგმა აქვს. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვხდის ძლიერებს და გვაიძულებს, რომ ვიბრძოლოთ", - ჰყვებოდა მოგვიანებით მარლონი.
ანას კუნთების ტონუსი იმდენად დაქვეითებული ჰქონდა, რომ ბავშვს ღიმილიც არ შეეძლო. როცა წამოიზარდა, ძლივს ლაპარაკობდა. მებიუსის სინდრომი სრულფასოვან მკურნალობას არ ექვემდებარება, მაგრამ ოპერაციამ კუნთების მდგომარეობა, შესაძლოა, გააუმჯობესოს. თუმცა მსგავსი ოპერაციები ძვირია. ამიტომაც ახალგაზრდა მამამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საჭირო ფინანსებს აუცილებლად გამოიმუშავებდა.

ვერამ მიზნად დაისახა, რომ ანას ღიმილს ნებისმიერ ფასად დაუბრუნებდა. მებრძოლს ფული არ ჰქონდა, თუმცა 2014 წელს UFC-ის რეალითი შოუზე მოხვდა, გადაბარგდა კალიფორნიაში და 2014 წელს ორგანიზაციაში რეგულარული კონტრაქტიც მიიღო.
მარლონის შვილის ავადმყოფობის ისტორიით ორგანიზაციის პრეზიდენტი დეინა უაითი დაინტერესდა. ბოსს მებრძოლისთვის კარგი სიახლე ჰქონდა.
"შენი შვილი ლას-ვეგასში საუკეთესო ექიმებთან გაივლის გამოკვლევებს. კარგი ადამიანი ხარ, მოგვწონს შენთან თანამშრომლობა და ყველაფერში დაგეხმარებით“, - უთხრა უაითმა "ჩიტოს“.
უაითმა პირობა შეასრულა, ანა საუკეთესო ექიმთან გაუშვა და შესაბამისი ხარჯებიც თავის თავზე აიღო. თუმცა გამოკვლევების შემდეგ პროგრესი არ ყოფილა. მებიუსის სინდრომი სერიოზული დაავადებაა, ოპერაციის გაკეთება კი ურთულესია და, როგორც წესი, ყველა ქირურგი არ თანხმდება.
ვერა მიხვდა, რომ სიტუაცია საკუთარ ხელში უნდა აეღო. ძლივს იპოვა ქირურგი, რომელიც ოპერაციის ჩატარებას დათანხმდა. ოპერაცია 50-80 ათასი დოლარი ჯდებოდა, თუმცა, მეორე მხრივ, შვილის მდგომარეობის გამო სპორტზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა - UFC-ში გადასვლის შემდეგ 3 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მესამე ბრძოლა, რომელსაც დეივი გრანტის წინააღმდეგ მართავდა, ვერასთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თუ გაიმარჯვებდა, მიღებული ჰონორარით ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა.