გუშინ, 16 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ის 278-ე ღონისძიებაზე ქართველი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.
მერაბი ამ ბრძოლის ჩანიშვნას საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა:
"ახლა უკვე ოფიციალურად! ლეგენდასთან ჩხუბი ჩემთვის დიდი პატივია. კონტრაქტს ხელი უკვე ოფიციალურად მოვაწერე".
მერაბს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად ფრენკი საენსთან და რიკი სიმონთან დამარცხდა, ამის შემდეგ კი ზედიზედ 7 ორთაბრძოლა თავის სასიკეთოდ დაასრულა, დაამარცხა: ტერიონ უეარი, ბრედ კატონა, კესი კენი, გუსტავო ლოპეზი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი და მარლონ მორაესი.
თავის მხრივ, ალდო UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, კარიერაში 38 ბრძოლა გამართა, საიდანაც 31-ში იმარჯვა.
მერაბი და ჟოზე ერთმანეთს 20 აგვისტოს შეხვდებიან.
სტატისტიკა აღებულია ufcstats-ის გვერდიდან