არის! დვალიშვილმა ბრაზილიელი ლეგენდა უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 აგვისტოს გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.

ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.


მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები მერაბს და ყველა ქართველს სპორტის ნებისმიერ სახეობაში!!!
BOSS
21 აგვისტო 2022 09:43
0
გილოცავ, მერაბ!!! მახსოვს ჩვენი საუბარი! სიტყვის კაცი ხარ! ეგ ერთი და სხვა მრავალი!!! დღეს საღამოზე ბიჭები ვიკრიბებით ჩემთან და პატარას შაუბერამთ!
პაპა
21 აგვისტო 2022 10:13
0
ვულოცავ მერაბს დამაჯერებელ გამარჯვებას.მეტოქეები მატჩამდეც გამოხატავდნენ ერთმანეთის პატივისცემას და არც შემდეგ შეშლიათ რამე.წმინდად სპორტული ბრძოლა იყო,ბოღმის და ბრაზის გარეშე.სხვისი არ ვიცი და მე ასე მირჩევნია,ერთმანეთზე გაწევ გამოწევას და გინებას.ბრძოლა რინგზე,ღირსება და მეტოქის პატივისცემა კი,ყველგან.
სოსო
21 აგვისტო 2022 12:11
0
მერაბ გილოცავ. კაი ხარ კაი. საქართველო გილოცავ. აი ასე. კარგია. მემგონი 2-3 ბრძოლა და ტიტულზე იბრძოლებ და მოიგებ. მიდი მერაბ. აჩვენე ყველას რა შეუძლია ქართველებს და მონდომებას. დაუფსე მტერს თვალები(თუ უკვე დაფსებული არ აქვთ) და შენ ოჯახს და ყველა შენ გულშემატკივარს ვულოცავ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გამიხარდა ძაან. გენაცვალე. კაი რომ ხარ და კაცური კაცი რომ ხარ მაგიტომ გაფასებს ყველა. გენაცვალე
zura
21 აგვისტო 2022 11:45
0
ყოჩაღ მერაბ თუმცა, ბევრი ეხა დისლაიქს დამიწერს, სანახობრივი თვალსაზრისით ძალიან ცუდი ბრძოლა იყო, არაფერი იყო ისეთი დასამახსოვრებელი, ეს იყო მერაბისთვის ერთადერთი შანსი რომ მოეგო, სხვანაირად ალდო დაჯაბნიდა, ჭკვიანურად მოიგო თუმცა ესეთი ჩხუბები UFC-ში არ უყვართ, დანა ვაითმაც თქვა პოსტ კონფერენციაზე, მაგრამ ჩემი აზრით მერაბი 3 რაუნდის მოჩხუბარი არ არის, ის 5 რაუნდს უნდა ჩხუბობდეს დარწმუნებული ვარ ჩემპიონი როცა გახდება მისი მაქედან ჩამოგდება ძალიან გაუჭირდებათ, რეალურად მერაბი ბრძოლას მე-3 რაუნდში იწყებს როცა უკვე მეტოქე დაღლილია, მოუთმენლად ველოდები მის ქამარზე ჩხუბს, სანახაობა მერე იქნება. 3 რაუნდში დაღალო კაცი რთულია, შესაბამისად მერაბი ისე ჩხუბობს როგორც შეუძლია. ისწავლა ჭკუა მორაესთან რომ სტრაიკერებთან 3 რაუნდში ჭიდაობის გარეშე არ გამოუვა. წარმატებები მერაბს, ჭკვიანი მოჩხუბარია.
ABCABC
21 აგვისტო 2022 15:20
0
რაღაცნაირო ბრძოლა იყო :) აკლდა რაღაც
dato
21 აგვისტო 2022 11:12
4
აბსოლიტურად გეთანხმები მეტი აგრესია იყო საჭირო.
ABCABC
21 აგვისტო 2022 15:10
0
ქართველებო, გილოცავთ მერაბის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვან მეტოქესთან. მერაბის კრიტიკა ცოტა არიყოს გადაჭარბებულად მეჩვენება, რადგან ის შეიძლება არ არის სანახაობრივი მებრძოლი, წარმატებებს ძლიერი კარდიოთი, ანუ ფუნქციონალური მომზადებით და ჭიდაობის ბაზით (ძიუდოთი) აღწევს, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ქართველმა, აშკარად მოუმატა დარტმითი ტექნიკის განვითარებას, რაც ალდოსთან ბრძოლის დროსაც ნათლად გამოჩდა... ერთადერთი რითაც მერაბის ბრძოლის გეგმამ არ გაამართლა, ეს თეიკდაუნების ფაქტიურად ვერ გამოყენება იყო, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ალდო, თავის წონაში ერთერთი საუკეთესოა თეიკდაუნებისაგან დაცვის დროს... ასე რომ მერაბმა, რაც მთავარი იყო შედეგი დადო და ძალიან მიუახლოვდა საჩემპიონო ქამარს...
ვფიქრობ, რომ ქამარზე ის, პიოტრ იანს შეებრძოლება და იქ, მაქსიმალური კონცეტრაციით და ჩვეული მებრძოლი ხასიათით გამარჯვებას მოიპოვებს, რაც იოლი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იანი რადიკალურად განსხვავებული მებრძოლია და მასთან კრივსა და დარტყმით ტექნიკაში გაცვლაში შესვლა მერაბს არ არგებს, რადგან რუსი, ბაზით, კრივისა და კიკბოქსინგის პროფესიონალი მებრძოლია, მაგრამ საშუალოზე გაცილებით სუსტია პარტერში ორთაბრძლის დროს...
აქედან გამომდინარე, მერაბმა, თავისი კოზირი, თეიკდაუნები და სამბიშენები უნდა გამოიყენოს და შედეგიც არ დააყოვნებს... უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალში!
ვახო...
21 აგვისტო 2022 16:52
0
მაგარი ხარ მერაბ. ეტყობოდა რომ ცოტა დაზოგე და შეიკავე თავი მაგრამ მაინც შანსი არ დაუტოვე. შემდეგ წელს დილიშოს შეხვდები მაგი სტერლინგს ადვილად მოუგებს.
ლომი
21 აგვისტო 2022 09:47
0
წარმატებები! :)
რატი
21 აგვისტო 2022 09:46
0
ძაან ცუდი ხარისხის ვიდეოა,საინტერესო რომაა მაშინ წყდება,წარმატებები მერაბ
juza juza
21 აგვისტო 2022 10:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული