სასტიკი ნოკაუტი - რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მე-6 ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი ფილ ჰოუსს პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. 

ბათუმელმა სპორტსმენმა მეტოქეს ძირს მიმდინარე ორთაბრძოლისას ფეხი ძლიერად დაუზიანა, შემდეგ მოწინააღმდეგე უძლიერესი დარტყმებით გათიშა. 

რომანმა კარიერაში მე-10, UFC-ში კი მე-5 გამარჯვება იზეიმა. დოლიძემ ზედიზედ მეორედ მოახერხა დაპირისპირების პირველ რაუნდში ნოკაუტით მოგება. 

საშუალო წონაში მოასპარეზე ქართველი მომდევნო ბრძოლაში, სავარაუდოდ საუკეთესო 15-ეულის წევრს ეჩხუბება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ღირსეული კაცი ხარ რომან, ერთხელაც არ დაურტყია მტკივან ფეხზე, და ჰოუსის ფეხის ტრავმის მერე მარტო თავში აკეთებდა დარტყმებს, იმაზე აღარაფერს ვამბობ ეგრევე რომ არ შეუტია და აცადა, კაცი ხარ რა...
ირაკლიუსი
30 ოქტომბერი 2022 10:32
0
რომან მონსტრაძე. :) წარმატებებს ვუსურვებ!
რატი
30 ოქტომბერი 2022 11:24
0
უდიდესი წარმატებები რომანს მომავალშიც!
ვახო...
30 ოქტომბერი 2022 16:58
0
რომან კაცი ხარ კაცური. ვუყურებდი ამ ბრძოლას და იმ მტკივან ფეხზე თანაც ძირს რომ იყო მოწინააღმდეგე აღარ დაარტყა,დაინდო თავიდან და მერეც ეტყობოდა რომ არ იმეტებდა ისე მოუგო ბოლოს.
გეგი
30 ოქტომბერი 2022 18:58
0
ყოჩაღ, კაცურად მოიგო
გიორგი 11
30 ოქტომბერი 2022 07:22
0
კარგ ჩხუბთან ერთად,რომანი,როგორც ქართველ ვაჟკაცს შეეფერება,ისე მოიქცა და მებრძოლის რეიტინგთან ერთად,ვაჟკაცის რეიტინგიც მკვეთრად აიმაღლა.ვერ ვიტყვი,რომ ჩხუბების დიდი გულშემატკივარი ვარ,მაგრამ საკმაოდ ხშირად ვუყურებ და რაღაც არ მახსენდება,ძლიერი დარტყმის მერე,დასანოკაუტებლად ყველაზე ძვირფასი პირველი წამები,მებრძოლს შეგნებულად არ გამოეყენებინოს და მოწინააღმდეგის ჯანმრთელობით დაინტერესებულიყოს.რაღაც მსგავსი,ადრეც მახსოვს,როცა იქაც ქართველმა მებრძოლმა,დააყოვნა გადამწყვეტი დარტყმები,ელოდა,რომ მსაჯი შეაჩერებდა ბრძოლას,მაგრამ როცა არ გააჩერა,მეტოქე დაანოკაუტა.აქ,ეს უკვე სრულიად ცხადად ჩანდა.ბრავო რომან!გილოცავ!
სოსო
30 ოქტომბერი 2022 22:26
1
ის ერთი ბრძოლაც რო აქვს წაგებული წონა ახალი შეცვლილი ქონდა და არიყო შეგუებული ახალ წონას... მანდაც ნაცნობობაა საჭირო რომ მალ მალე შეახვედრონ მაღალ რეიტინგული მოჭხუბრები ))
რონი
30 ოქტომბერი 2022 10:53
0
ყოჩაღ რომან გილოცავ!!!წარმატებები მომავალში!!
ბეგო
30 ოქტომბერი 2022 10:19
0
კარგით რა ესეც თუ სპორტია რა, ტფუ
რრრ
30 ოქტომბერი 2022 13:00
10
შენ გენაცვალე ეგრევე ეს ვიყვირე როგორც კი სათაური წავიკითხე.
კახა
30 ოქტომბერი 2022 04:31
0

სიახლეები პოპულარული