UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე ილია თოფურიამ ორგანიზაციაში მე-5 ჩხუბი გამართა და ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა.
ბრძოლა ილიას უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს რამდენიმე მძიმე დარტყმა მოარტყა, მე-2 რაუნდში კი უკვე სრული სვლით შეუტია და რის შემდეგაც ბრაისი ჯერ ნოკდაუნში ჩავარდა, შემდეგ კი მხრის მტკივნეულით დამარცხდა.
ამრიგად, თოფურია დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს, ასევე მეოთხე ქართველი (ჭიკაძე, დვალიშვილი, დოლიძე) გახდა, რომელიც რეიტინგის 10-ეულში შევიდა, "მატადორი" ამჟამად მე-9 პოზიციაზეა.