"დიდებული მებრძოლია, მაგრამ არა ადამიანი" - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანზე ისაუბრა

AutoSharing Option
12 მარტს, UFC Vegas 71-ის ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტებთან მოწინააღმდეგის შესახებ ისაუბრა. მერაბის თქმით, იანი შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა კარგი ადამიანი არაა.

"პიოტრი დიდებული მებრძოლია, ყოფილი ჩემპიონია, ყველამ ვიცით, რომ ძლიერი და სახიფათოა, სუსტი წერტილები თითქმის არ გააჩნია, თავს შესანიშნავად იცავს და კარგი კარდიო აქვს.

რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა იქნება. იანი კარგი მეოჯახეა, მაგრამ თავმდაბალი ბიჭი არ არის და არც კარგი ადამიანია. რაც უნდა ძლიერი მებრძოლი იყო, პირველ რიგში,
მთავარი ადამიანობაა", - განაცხადა დვალიშვილმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"მითხრეს, რომ ყელსაბამის გამოტანის უფლება არ მქონდა, ამიტომ ეს გავაკეთე" - მერაბ დვალიშვილი რუს იანთან ბრძოლამდე

alt"Let's Go მერაბ!...“ - ამერიკაში მოღვაწე მეუფე საბას ემოციური რეაქციები მერაბ დვალიშვილის ბრძოლის დროს [VIDEO]

alt"მინდა ხალხმა იცოდეს საიდან ვარ" - მერაბ დვალიშვილი UFC-ში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ

მკითხველის კომენტარები / 7 /
რომელი არა ადამიანი ? სომეხი ფეხბურთელიი ? PP
zura222
10 მარტი 2023 15:33
1
აუ ამ ტიპს რამდენი ლაპარაკი უყვარს. ცოტა თავმდაბლობა არც შენ გაწყენდა. ამდენი ლაპარაკი ცუდად მთავრდება ხოლმე და არ დაგანოკაუტონ, საქმეს მიხედე.
odala
09 მარტი 2023 16:05
69
გაკმიმდე ხმა
ნიკ
12 მარტი 2023 12:35
0
ვერ გასვენებთ გამჩენი თუ ვინც გყავთ ამ ბოტებს
სიმართლე
09 მარტი 2023 21:12
7
ყველა გამოხმაურება
გეთანხმები ბატონო მერაბ
თენგაბი
09 მარტი 2023 13:58
7
ეს რას გადაეკიდა ამ იანს!?))
თგკ
09 მარტი 2023 13:21
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული