"მინდა ხალხმა იცოდეს საიდან ვარ" - მერაბ დვალიშვილი UFC-ში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, კვირას გამთენიისას, UFC-ის 278-ე ღონისძიებაზე ქართველი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ დვალიშვილმა Metaratings-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოზე, მებრძოლის ხასიათსა და ტრადიციებზე ისაუბრა.

"ხვალ ჩემს კარიერაში ყველაზე დიდ ბრძოლას გავმართავ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ჟოზე ნამდვილი ლეგენდაა, ბრაზილიელს დიდი სახელი აქვს, ბრძოლისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვაპირებ. 

პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან გამიჭირდა, კარგ გუნდში ვარჯიშის საშუალება არ მქონდა, ბრძოლების გამართვა ნელ-ნელა დავიწყე, პარალელურად მშენებლობაზე ვმუშაობდი, მიჭირდა, მაგრამ არ დავნებდი და UFC-ში ჩავეწერე.

რთული იყო, თუმცა ყოველი მარცხისგან ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიღებდი, ყველა მებრძოლს საკუთარი სტილი აქვს, მომწონს, როდესაც ბრძოლა პარტერში გადამყავს და მეტოქეს ზემოდან ვაკონტროლებ.

კავკასიელებს გვაქვს ტრადიცია, ჩემი წინაპრები მთაში ცხოვრობდნენ, მეცხოველეობას ეწეოდნენ, ამიტომ ფაფახს ატარებდნენ, ეს ჩვენი ადათ-წესია, მინდა ხალხს ვაჩვენო, თუ საიდან მოვდივარ, მე ვარ კავკასიიდან და არა საბჭოთა კავშირიდან, ჩემი ქვეყანა დღესაც იბრძვის, რომ ევროპის ნაწილი გახდეს, ჩვენ არ გვსურს წარსულში დაბრუნება. 

ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ, წარსულში გამუდმებით ვიცავდით თავს დიდი ქვეყნების თავდასხმებისგან, ამიტომ მებრძოლის სული ჩვენი ხასიათისა და მენტალიტეტის ნაწილი გახდა. სწორედ ამით აიხსნება ქართველების წარმატება UFC-ში. 

გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძისაგან მხოლოდ მოგებას ველი. ჭიკაძე სადიკომ იუსუფოვთან მძიმე ბრძოლას გამართავს, მაგრამ გიგა გამარჯვებისთვის მზადაა, ის ძალიან ჭკვიანი მებრძოლია და მუდამ ვარჯიშობას. რომან დოლიძეზეც იმავეს თქმა შემიძლია, ორივეს გამარჯვებას ვუსურვებ."

შეგახსენებთ, მერაბს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული, პირველ ორ ბრძოლაში ფრენკი საენსთან და რიკი სიმონსთან დამარცხდა, შემდეგ კი ზედიზედ 7 ორთაბრძოლა თავის სასიკეთოდ დაასრულა, მისი მეტოქე ჟოზე ალდო კი ლიგის ყოფილი ჩემპიონია, კარიერაში 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31-ში იმარჯვა.

alt"მოდი ქალო აქა" - დვალიშვილი და სტერლინგი რუსს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართული გენის კიდევ ერთი დიდი ზეიმი. ვულოცავ საქართველოს მერაბის გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა ათასი.
ჟორა გაბრიჭიძე
16:28 21-08-2022
0
გილოცავთ მერაბის გულშემატკივრებს, მაგარია, ერთი შანსიც არ მისცა
ავთო
08:22 21-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული