"ახლა ვინ არის ნული?!... შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!" - რა თქვა დვალიშვილმა რუსი მებრძოლის დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა.

სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა ბრძოლის დასრულების შემდეგ თქვა:

"ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები! დიდი მადლობა ყველას, ვინც ლას-ვეგასში ჩემს საქომაგოდ ჩამოხვედით, ასევე ეკრანებთან ისხედით და მგულშემატკივრობდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მე საქართველოს წარმოვადგენ!

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის რიგითი მატჩი არ იყო, მაგრამ მინდოდა და ვცდილობდი, რომ ბოლომდე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, რაც ვფიქრობ ჩემი გუნდი დამსახურებით
გამოვიდა.

პიოტრი ნულს მეძახდა, ახლა ვინ არის ნული?! - ჩემი აზრით, ძალიან რთული საბრძოლო სტილი მაქვს! მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან ვმართავ რთულ რაუნდებს, ახლა კი ძალიან მოწყურებული ვარ და ვისაც უნდა ვეჩხუბები!

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!", - თქვა დვალიშვილმა.

altმერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი უშანსოდ დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
მერაბს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! აი ქართული გაუტეხელი სული, აი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ამისთანა სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია, მართლა იმდენი ურტყა, რუსულ ბარაბანს რომ არ მოხვედრია :).
ვინც კომენტებში ნაცქოცებს ურევთ და ამ დღესასწაულს შხამსა და ბალღამს ურევთ, ძალიან დიდი მზეები ხართ რომ იცოდეთ.
თამაზი
12:13 13-03-2023
0
მერაბ გილოცავ, შენ შეგიძლია საქართველო ყველა დიდ ქვეყანაზე მაღლაა დააყენო და იატაკზე გააკრა ყველა, ვინც კი შეეცდება მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაგეღობოს. მუდამ გახსოვდეს შენ პატარა ერის შვილი ხარ და არ გაქვს უფლება სუსტი იყო.
ჟორა
21:07 12-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული