ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი გაანადგურა - შემდეგი გაჩერება საჩემპიონო ბრძოლა? [VIDEO]

AutoSharing Option
ჯექსონვილში (ფლორიდა) გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლა ილიას კონტროლით წარიმართა, პირველ და მეორე რაუნდში "მატადორმა" შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი უფრო მეტად თავს იცავდა და თოფურიას მძიმე დარტყმებისგან თავის ასარიდებლად ბევრს მოძრაობდა. 

მესამე რაუნდში ჩვენებურმა შედარებით დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხე რაუნდში კი უკვე მოწინააღმდეგესა და ზოგადად ბრძოლაზე სრული კონტროლი დაამყარა და ჩხუბის დასრულებამდეც ბევრი არაფერი დააკლდა. 

მეხუთე რაუნდში ამერიკელმა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის შუაში ქართველმა ემეტი წააქცია და დაწყებული საქმეც
ბოლომდე მიიყვანა. 

ამრიგად, თოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0) და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უბრალოდ გატყიპა.შეიძლებოდა ერთი-ორი,.თვითონაც მოხვედროდა და საჭიროდ აღარ ჩათვალა,თორემ დაანოკაუტებდა კიდეც!
სოსო
21:12 25-06-2023
0
ეს ბიჭი ნამდვილი ბრილიანტია! მას თავისი ნიჭისა და საბრძოლო მრავალფეროვნების ხარჯზე, ნამდვილად შეუძლია ქამრის მოპოვება და ეს დროც, არაა შორს... უდიდესი წარმატებები მატადორს მომავალში...
ვახო...
17:17 25-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული