
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 ივნისს ილია თოფურია UFC-ში პირველ 5-რაუნდიან ორთაბრძოლას გამართავს.
"მატადორის" მეტოქე ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება.
ამ მომენტისთვის ილია ნახევრად მსუბუქ წონაში მე-9 პოზიციას იკავებს, ბოლო ბრძოლა ბრაის მიტჩელთან გამართა და ბრუტალური გამარჯვება იზეიმა.
რაც შეეხება ემეტს, ამერიკელმა 12 თებერვალს იან როდრიგესთან იჩხუბა და დამარცხდა.