
ჯექსონვილში (ფლორიდა) გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღნიშნულ ღონისძიებას კი არაერთი ცნობილი სპორტსმენი დაესწრო, მათ შორის სერხიო რამოსიც. ესპანელი ბრძოლის დაწყებამდე ილია თოფურიას პირადად გაესაუბრა, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, თოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0) და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.