"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

AutoSharing Option
MMA-ს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი რო­მან დო­ლი­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, წერს რუ­სე­ბის შე­მოს­ვლასა და პრო­ტეს­ტის იმ ფორ­მა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ მი­მართ გა­მო­ხა­ტავს.

"მე ქარ­თვე­ლი ვარ! სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვი­დე­ქი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით! ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა და მო­ვა­ლე­ო­ბაც! რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვისტ წარ­მო­მად­გენ­ლებს ქარ­თუ­ლი დრო­შა წა­არ­თვეს და გა­თე­ლეს, მე პრო­ტეს­ტი გან­ვა­ცხა­დე. მა­შინ “ ნა­ცად” შემ­რა­ცხეს. რო­დე­საც ბუბა კი­კა­ბი­ძეს შევ­ხვდი, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვა­ფა­სებ­დი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სე­თი­სად­მი პრო­ტესტს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მა­ში­ნაც “ნაცი” ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც ბა­თუ­მის
ქა­ო­სურ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რე და ვთქვი, ამ მხრივ დე­და­ქა­ლა­ქი შე­და­რე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ა­-მეთქი, კახა კა­ლა­ძის მა­ქე­ბე­ლი და “ქოცი”მე­ძა­ხეს.

ახლა, როცა ვხე­დავ ქარ­თველ კაცს, ქა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ერთ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და მე­ო­რე ხელ­ში “იდი ნა­...უი” პლა­კა­ტით და ვამ­ბობ, ხალხნო, თქვენ გვერ­დით ვარ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრო­ტესტს, მაგ­რამ არ და­ვეშ­ვათ ასე. მა­შინ ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მო­ღა­ლა­ტედ მრა­ცხა­ვენ.

სი­მარ­თლეს ვე­ღარ ვხე­დავ. მე 2009 წელ­ს სას­წავ­ლებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი. წლე­ბი ვი­ცხოვ­რე იქ. უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ახ­ლაც უკ­რა­ი­ნა­ში იზ­რდე­ბა ჩემი შვი­ლი. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი სახ­ლი და სამ­შობ­ლო მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მეძ­ლო მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ი­და­ნაც სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ფიქ­რობს და ოც­ნე­ბობს, მე კი დავ­ბრუნ­დი, დავ­ბრუნ­დი იმ იმე­დით და გან­ზრახ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე სა­სი­კე­თო გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ჩემი სა­ქარ­თვე­ლოც შეც­ვლი­ლა...

მე არ ვარ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­კუთ­რე­ბა! მეც მტკი­ვა ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის მავ­ნე პო­ლი­ტი­კა; მეც მახ­სოვს ის­ტო­რია, მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, პატ­რი­ო­ტი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა, 16 წლის თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც თავის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა. მახ­სოვს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო!

ვგრძნობ, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბოლო ვი­დეოპოსტს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, მე ვუ­ჭერ ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს მხარს, მაგ­რამ არ მომ­წონს მისი გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა. ერთი ადა­მი­ა­ნი რომ მე­ო­რეს დე­დას აგი­ნებს, მა­გი­ნე­ბელ­ზეც მე­ტყვე­ლებს. ვე­რა­გი მტ­რის სი­ძულ­ვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს. მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვარ, იმი­ტომ, რომ ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოა", - წერს რო­მან დო­ლი­ძე.

წყარო: Ambebi

altრომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ


მკითხველის კომენტარები / 19 /
მე დავამატებდი ჩემ მოკრძალებულ კომენტარს. არც "ფარა"-ს ამერიკული კანონი არ უნდა გაეწვია მთავრობას, რომელიც რუსულად გაასაღეს. რომ გამოვიდნენ და პოლიციის მანქანები დაწვეს პრო-დასავლელმა ენ ჯე ო-ებმა! პარალელურად უნდა გამოსულიყო ერი და ბერი და საკადრისი პასუხი უნდა გაეცა მათთვის!
ვითომ პატრიოტები!
რუსეთი ოკუპანტია, არავინ დავობს, მაგრამ უკანალის ჩვენება კიარა, ეროვნული საქმე უნდა აკეთო მთავრობამ. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!
ლაშა
03 აგვისტო 2023 12:30
6

სიახლეები პოპულარული