"როცა ბავშვები იღუპებიან უკრაინაში, პალესტინაში, აშშ-ში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს საშინელებაა... მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩეჩნეთს" - კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენის, ჩიმაევის ემოციური მიმართვა

AutoSharing Option
ჩე­ჩენ­მა მებ­რძოლ­მა, ხამ­ზატ ჩი­მა­ევ­მა აბუ და­ბი­ში, UFC-ის მთა­ვარ ქარ­დზე ნი­გე­რი­ე­ლი კა­მა­რუ უს­მა­ნი და­ა­მარ­ცხა. ბრძო­ლის შემ­დეგ კი მისი სი­ტყვა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო და მისი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლიც, მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩი­მა­ე­ვი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია.

"იცით რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, ამ მიგ­რძვნია ამ ბრძო­ლის და მო­გე­ბის სი­ხა­რუ­ლი, რად­გან ვიცი, რომ ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა... უკ­რა­ი­ნა­ში, პა­ლეს­ტი­ნა­ში, სი­რი­ა­ში, ავ­ღა­ნეთ­სა, აშშ-ში - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. როცა ბავ­შვე­ბი კვდე­ბი­ან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.

მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი, სახ­ლში შვი­ლი მყავს, სამი თვი­საა, როცა
ტი­რის, ვიცი, რა რთუ­ლია.

იმე­დია მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა. მუ­სულ­მა­ნე­ბი, ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ ხართ - მშვი­დო­ბა იყოს. ვი­ცხოვ­როთ მშვი­დად, ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი“, - თქვა ხამ­ზატ ჩი­მა­ევ­მა.

გარ­და ამი­სა, როცა მად­ლო­ბებს იხ­დი­და, სპორ­ტსმენ­მა ჩეჩ­ნე­თი ქვეყ­ნად მო­იხ­სე­ნია:

"დიდი მად­ლო­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩეჩ­ნეთს", - აღ­ნიშ­ნა ჩი­მა­ევ­მა.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთი დასასრულისკენ მიდის!!! და ახლა გახდა ჩეჩნეთი ქვეყანა და მშვიდობა კიდე კარგი?!კარგია ახლა მაინც, რომ მოხვედით გონზე!!!სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!!!!
10
ამას დაიბატებენ კადიროვტან და ბავშვს აცემიებენ.
იმერელი
13:56 22-10-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული