"ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე ორი დივიზიონისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია" - დვალიშვილმა ბრძოლა დააანონსა

AutoSharing Option
Setanta Sports-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მომდევნო ბრძოლის შესახებ ისაუბრა. 

"MMA-ს გულშემატკივრებმა ყველამ იცის, რომ მე ქამარზე ბრძოლა მეკუთვნის. მაგასაც ყველა ვხვდებით, რატომ არ მაძლევენ ქამარზე ბრძოლას, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც ორი დივიზიონის ჩემპიონია, ასევე, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია. ის ნამდვილად ღირსეული მოწინააღმდეგეა, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ კარგად ვივარჯიშო და მოვემზადო ამ ბრძოლისთვის. 

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწიო და ვასახელო ჩემი ქვეყანა, გავახარო ჩემი ხალხი. ზუსტი დღე
ჯერ არ ჩანიშნულა, კონტრაქტი ჯერ არ გამოუგზავნიათ, მაგრამ მითხრეს, რომ იანვრისთვის მზად ვიყო. მე მზად ვარ. როცა კონტრაქტს გამომიგზავნიან, მეცოდინება უკვე დღე" - განაცხადა მერაბმა. 

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს. ბოლოს, 12 მარტს, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა, რის შემდეგაც იყო რეალური დრო, ქამარზე ბრძოლის შესაძლებლობა მიეღო. თავდაპირველად მისი მეგობარი, ალჯამაინ სტერლინგი იყო ჩემპიონი, ამ მიზეზის გამო კი მებრძოლები ერთმანეთთან ჩხუბზე უარს ამბობდნენ. შემდეგ ალჯო შონ ო მალიმ დაამარცხა, დანა ვაითი კი, სავარაუდოდ, ამ ორთაბრძოლის რემატჩზე ფიქრობს, რადგან რეალურად შონთან სატიტულო ორთაბრძოლის შანსი ქართველ მებრძოლს უნდა მიეღო. 


მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები მერაბ!
ლაშა
17:18 01-11-2023
0
ხუთ რაუნდიანი თუ არ იქნება ბრძოლა დიდი შანსია სეხუდოს მოაგებინონ, სამ რაუნდში ნოკაუტი გაუჭირდება მერაბს და ვერც ისეთი აშკარა დომინაცია ექნება რომ მსაჯებმა სეხუდოს არ მისცენ გამარჯვება...
ლადო
13:47 01-11-2023
2

სიახლეები პოპულარული