18 თებერვალს, UFC-ში ილია თოფურია პირველი ქართველი იქნება, რომელიც საჩემპიონო ორთაბრძოლას გამართავს. "მატადორის" მოწინააღმდეგე მრისხანე ავსტრალიელი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.
ილია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"სულ რაღაც 4 კვირაში, გვარი-თოფურია მსოფლიო გამარჯვების სინონიმად იქცევა. თუმცა, გამარჯვება ჩვენთვის ყოველთვის ერთადერთი გამოსავალი იყო".
შეგახსენებთ, ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
თავის სახლში ვინ რა ენაზე დაილაპარაკებს არავის საქმე არაა, ჩემთვის მთავარია მოიგოს და ქართული დროშა აფრიალდეს.