ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე 1 დღე დარჩა. მოგეხსენებათ, UFC-ი 298-ზე მერაბ დვალიშვილი სეხუდოს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ულაპარაკოდ მიიღებს ქამრისთვის (შონ ომალი ჩიტო ვერას 9 მარტს შეხვდება) ჩხუბის შანსს, რაც შეეხება ილია თოფურიას, "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელს ჩემპიონის ტიტულის წასართმევად დაუპირისპირდება.
რა თქმა უნდა, დაძაბულობა და ნერვიულობა პიკს აღწევს, ქართველი მებრძოლები წონის კლების ეტაპს ერთად გადიან და ერთმანეთს უმძიმეს მომენტში ამხნევებენ, იქვეა ალექსი თოფურია, რომელმაც ორგანიზაციასთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება და ოქტაგონზე სულ მალე ველით.
ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარეს, რის შემდეგაც პირისპირ დგომის დრო დადგა, მერაბისა და ჰენრის დგომისას სიტუაცია დაიძაბა.
მოგეხსენებათ, სეხუდო წარმოშობით მექსიკელია, თუმცა საკუთარი ქვეყნის სახელით არ იბრძვის და რეალურად არც არასდროს იძახის მშობლიურ წარმომავლობას, რაზედაც მერაბიმ იხუმრა, რომ მექსიკელ ხალხს გაახარებს და მათი დროშაც ააფრიალა, დამსწრე საზოგადოებას ეს ფაქტი ძალიან ესიამოვნა და ოვაციებმაც არ დააყოლა, სავარაუდოდ, ამ ამბავზე გაღიზიანებულმა სეხუდომ გადაწყვიტა მერაბისთვის პროვოკაცია და რუსულად დაუწყო საუბარი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ისედაც მოტივირებული მერაბის კიდევ უფრო დამუხტვა, ამას ხვალ, 18 თებერვლის გამთენიისას ვნახავთ.
ილიასა და ვოლკანოვსკის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, ორივე მებრძოლი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და ზედმეტ მოძრაობასაც კი არ აკეთებენ. ავსტრალიელი დიდებული ჩემპიონი და კიდევ უკეთესი ადამიანია, ასაკთან დაკავშირებულ "კრიტიკას" ხუმრობით გამოეხმაურა, და ვიდეო ჩაწერა, პრესკონფერენციაზეც მსგავსად წარსდგა, პირველი პირისპირი დგომის დროს ილიამ უთხრა, რომ მას პატივს სცემს და იბრძვის საკუთარი ოცნებისთვის, რაზედაც ვოლკანოვსკიმ ხელი გაუწოდა. დღეს კი ერთმანეთისთვის პირისპირ დადგნენ, ხელიც ჩამოართვეს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს.
იმედია, 18 თებერვალი ქართულ სპორტულ კალენდარში მორიგ გამარჯვებებთან იქნება ასოცირებული.
ყველაფერი გამოვა ისეთი ერთად დგომით, როგორც ილია და მერაბი ამხნევებდნენ ერთმანეთს, მათ კი ალექსი ესაუბრებოდა და დადებით ენერგიას გადასცემდა.
მთელი საქართველო თქვენთანაა და გგულშემატკივრობთ!