"ამ ქვეყანას სჭირდება ვინმე, ვინც წარმოადგენს" - დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე მექსიკის დროშა ააფრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.

მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ, პრესკონფერენციაზე, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს გასაღიზიანებლად მექსიკის დროშა შემოიხვია.

საქმე ის გახლავთ, რომ სეხუდო ამას არასდროს აკეთებს და იმ ფაქტზე არასდროს საუბრობს, რომ მექსიკელია.

მერაბმა კი მისი პროვოცირება სცადა:

"მე ვიქნები ის, ვინც მექსიკას გააბედნიერებს. ამ ქვეყანას სჭირდება მებრძოლი, რომელიც წარმოადგენს", - განაცხადა დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.

პასუხმა არც სეხუდოსგან დააყოვნა: "მე
შენ გაგგლეჯ" - მიმართა სეხუდომ რუსულ ენაზე დვალიშვილს.

შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

alt"რას ველოდები ვოლკანოვსკისგან? განსაკუთრებულს არაფერს... მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ " - რა თქვა "მატადორმა" პრესკონფერენციაზე

alt"ერთხელ არ შეუხედავს ბრძოლისთვის, სულ ლოცულობს" - მერაბ დვალიშვილის ძმის კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

altთოფურია/ვოლკანოვსკი - დვალიშვილი/სეჰუდო - ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე

მკითხველის კომენტარები / 9 /
კომენტარებს რომ გადახედავს კაცი მიხვდება, რომ უმეტესობა ამ სპორტის სპეციფიკაში ვერ ერკვევა :)
შეტევა
06:44 17-02-2024
0
მეგობრებო ნუ აღელდებით. 1. კარგი ურთიერთობა აქვთ. 2. სეხუდო მექსიკელია მაგრამ აშშ- ის სახელით გამოდის და მექსიკის დროშას არ ატარებს. 3. აქ არასრული თარგმანია - მერაბმა თქვ, რომ მე დავიცავ მექსიკის ღირსებასო და მთავარი, მექსიკელები თავად იცინიან ამაზე და საკმაოდ მხიარული, სახალისო და იუმორნარევი კომენტარები აქვთ ფაქტთან დაკავშირებით ასე რომ მეტი პოზიტივი ძმებო:))
იბერია
19:00 16-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული