"დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. შონი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე..."- მერაბ დვალიშვილის კომენტარი საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ

AutoSharing Option
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

"ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო", - განაცხადა დვალიშვილმა.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის
დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

altმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მერაბს უთქვამს მე პატარა კაცი ვარო… არა ძმა, კაცობა სანტიმეტრებით არ იზომება! ნეტა შენხელა ბევრი გვყავდეს!
0
პოლიტიკა არა, სწორი პოზიცია
Badiri
15:09 15-09-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული