"არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ..." - დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

"ვინც დამიკავშირდა, ყველამ მითხრა, რომ დვალიშვილთან ბრძოლაში ომალი თავის თავს არ ჰგავდა. არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ ყველა ასე ფიქრობს", - ციტირებს ვაითს Championship Rounds-ი.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
რა შემთხვევაში ემგვანებოდა თავის თავს ო მალი, თუ დვალიშვილს სცემდა?..
სწორედაც რომ იმიტომ არ ჰგავდა თავის თავს ო მალი რომ მერაბმა ჩაუტარა მასტერ-კლასი...
ახლა, გინდ შაიტანეთ და გინდა გამაიტანეთ!..
10-ჯერ რომ შეხვდეს ო მალი დვალიშვილს და ათივეჯერ მოუგოს მერაბმა თქვენ მაინც იტყვით ო მალი თავის თავს არ ჰგავდაო... რა თქმა უნდა, ო მალი თავის თავს არ ჰგავდა, ოსეთ დღეში ჩააგდო მერაბმა!
ქართველი დანა ვაითს
12:12 18-09-2024
1
ე ბიჯო, თვითონ თქვა იმ კაცმა, ბევრ სიტუაციაში ვიცოდი, რაც უნდა მეკეთებინა, მაგრამ მაჯობამერაბმაო და რანაირად ემგვანებოდა საკუთარ თავს?
გიორგიპირველი
12:58 18-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული