"არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ..." - დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

"ვინც დამიკავშირდა, ყველამ მითხრა, რომ დვალიშვილთან ბრძოლაში ომალი თავის თავს არ ჰგავდა. არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ ყველა ასე ფიქრობს", - ციტირებს ვაითს Championship Rounds-ი.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
თვალი შვილთან ბრძოლაში არავინ თავის თავს არ ჰგავს. იმიტომ რომ ის მათ აღემატება და დეკლასიფიკაციას უკეთებს.
,მალი
18:52 18-09-2024
0
ტიპმა გაასაზიზღრა პირდაპირი მნიშვნელობით...
ხან კოცნა,ხან ურტყა და დამამცირებლადაც ურტყა და რა გასაკვირია მისტერ დანა რომ ეგ თმა შეღებილი ბიჭი რომ სხვა გეგონათ და სინამდვილეში სხვა აღმოჩნდა?
ლობოტკა
18:03 18-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული