მერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

AutoSharing Option
15 სექტემბერს გამართული UFC-ის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის მიერ (18-4) დამარცხებული ამერიკელი მებრძოლი, შონ ომალი (18-2) სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის დაკარგვას ვერ ეგუებდა და სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ბრძოლა მან მოიგო.

ქართველმა "მანქანამ" პასუხიც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, მერაბი ყოფილ ჩემპიონს, რევანშის საშუალებას აძლევს: "გავიგე,  ომალი ფიქრობს, რომ ბრძოლა მოიგო და რემატჩი სურს. თუ მას რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს. 16 ნოემბერს ,"GARDEN"-ში ტიტულს შენს წინააღმდეგ დავიცავ, ხოლო შემდეგ ნებისმიერთან, ვისაც UFC შემომთავაზებს. რას ფიქრობ?”

შეგახსენებთ, ნახსენებ ბრძოლაში მერაბი ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა სტილისტურად იდეალურად გამართული ბრძოლის წყალობით შეძლო და UFC-ის ტიტულს დაეუფლა.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 15 /
მერაბი არის ცნობილი და ღირსეული ქართველი და სწორი მოსაზრებაც დააფიქსირა სტალინზე. სტალინი ეროვნების გრაფაში წერდა რუსს. სტალინის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიები გადასცეს რუსეთს და გენიალური მწერლები ,მიხეილ ჯავახიშვილი წამებით მოკლეს. ცნობილობის გამო რატო უმდა გიყვარდეს სტალინი, სტალინი იყო საქართველოს მტერი
მერაბი ბრავო
00:16 28-09-2024
26
შენ ხარ ჩემთის ნოლი.კიდევ რთი ინტერვიუს როცა აძლევ ცოტა მოემზადე.აზრს ვერ ალაგებ...მოდი რა იყავი იქ სადაც ხარ.ცოტა ილაპარაკე.რეალურ სახეს აჩენ!
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული