რომან დოლიძემ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის

AutoSharing Option
რომან დოლიძის (13-3) ბრძოლა მოახლოვდა - ქართველი UFC-ის მებრძოლი თავის მორიგ შეხვედრას UFC 307-ზე გამართავს. რომანმა წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის. ეს დაპირისპირება რომანისთვის UFC-ში რიგით მე-11 იქნება. მან 10 შეხვედრიდან 7-ში მოახერხა გამარჯვება, 3 კი მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო. რომანი ამერიკელ გამოცდილ მებრძოლ კევინ ჰოლანდს (26-11) დაუპირისპირდება, რომელმაც რომანის მსგავსად ბოლო ოთხი ბრძოლიდან ორში გამარჯვებას მიაღწია, 2 კი დათმო.

ცნობისათვის, ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონით კატეგორიაში გაიმართება (84 კგ), ხოლო რომანმა თავისი წინა ბრძოლა ქვემძიმე წონაში ჩაატარა (102 კგ)
და გამარჯვება ასევე ამერიკელ ენტონი სმიტთან (38-20) მოიპოვა. ქართველი მებრძოლის დაპირისპირებას შეგიძლიათ 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათიდან ადევნოთ თვალი.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდე 2-3 ქამარი რო მოიგონ ქართველებმა გაასწორებს
Levani
11:29 05-10-2024
1
წარმატებები რომანს! გაიხარე და გაგვახარე!

იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს 307, 256 და აშ
alexandre
11:46 05-10-2024
1

სიახლეები პოპულარული