"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

AutoSharing Option
საქართველოში დაბადებულმა UFC-ის მსუბუქი წონით მებრძოლმა 28 წლის სპორტსმენმა არმან ცარუკიანმა Ariel Helvani Youtube არხს ინტერვიუ მისცა, სადაც მისი და მერაბ დვალიშვილის მორიგ შეხვედრებზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ქართველი 2025 წლის 19 იანვარს, საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის (18-0) წინააღმდეგ დაიცავს, იმავე დღეს კი ცარუკიანი კიდევ ერთ რუსს ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

"საქართველოში დაბადებული სომეხი ვარ, მე და მერაბი ვახლობლობთ. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. იმედი მაქვს, ჩვენს გამარჯვებას ქართული და სომხური ცეკვებით აღვნიშნავთ", - თქვა ცარუკიანმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ ქართველებს ჩვენი ქართული დროშა ოქტაგონზე აღარ გაგვიკვირდება გამარჯვებული ჩემპიონების აღმართული. მე ძალიან მაინტერესებს ვინ როგორ აფასებს სამშობლოს. გასაგებია რომ ისტორიული სამშობლო სომხეთია, მაგრამ ის რაც თოფურიამ გააკეთა მადლიერება სამშობლოსი და ესპანეთისა დაფასებულიც, ასე აღქმულიც იყო სწორად, როგორ იქ ესპანეთში ასევე საქართველოში. ვნახავ ვინ როგორ აფასებს თავის წარსულ, აწმყოს და მომავალს. ვინ რა ადამიანურ თვისებებს და მადლიერებებს გამოხატავს. მე რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ და შეფასება ამ ბიჭის მიმართ მექნება ადეკვატური. საქართველოში დაბადებულ გაზდილი, საქართველოს შვილია და ვნახავ როგორ დააფასებს ჩვენ, ასევე მის მადლიან ქვეყანას, მარტო იმის აღნიშვნა რომ დაიბადა და გაიზარდა საქართველოში მადლიერება სულაც არაა სამშობლოს მიმართ.
G.LA
23:45 11-12-2024
0
წარმატებები, ცავატანემ!
alexandre
11:56 12-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული