უაითის თქმით, ღონისძიების ჩატარება ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც განიხილება.
"ყველგან ჩასვლა გვსურს, მაგალითად, ახლა რამდენიმე ადამიანი მარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში გაიმართოს. საქართველოში ჩასვლაზე გონივრული რამე გეფიქრებათ? ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ახლა UFC-ი ყველაზე აქტუალური საქართველოშია. ამ იდეას ყველა ინტერესით ხვდება.
როდესაც გამორჩეული ტალანტები საზოგადოებისთვის ცნობილები ხდებიან, ინტერესიც იზრდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკა. თურქი სპორტსმენებიც პროგრესირებენ. ამიტომ დიახ, ბრძოლების ჩატარება თურქეთშიც განიხილება", - განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს მერაბ დვალიშვილი, ხოლო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ილია თოფურია ფლობს.
"აი, ასეთი ურთიერთობა მაქვს მერაბ დვალიშვილთან" - დანა უაითი