დღეს, 9 თებერვლის გამთენიისას ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ (6-1) UFC-ში სადებიუტო ჩხუბი ჩაატარა და დაუმარცხებელ ავსტრალიელ კოლბი თიქნესის (7-1) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ილიას უფროსი ძმის დებიუტს MMA სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ქართველის ასპარეზობა შეაფასეს.
"ძმები თოფურიების ავიახაზები" - დაწერა ბრაზილიელმა რენატუ მოიკანუმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის მსუბუქი წონის ქამარზე იჩხუბა.
"პირველივე მატჩში თოფურიამ საბრძოლო უნარების ძალიან ფართო დიაპაზონი აჩვენა. ყოჩაღ!" - აღნიშნა UFC-ის ლეგენდა მაიკლ კიეზამ.
"თოფურიებს ძალიან მაგარი დაცვა აქვთ!' - ეს კომენტარი ორგანიზაციის მებრძოლ ტერენს მაკკენის ეკუთვნის.
"მთელი ღონისძიების ყველაზე დიდი ფავორიტი იყო და 0 ინტენსივობით იჩხუბა. ალექსანდრე თოფურიას დებიუტით ძალიან გაოცებული ვერ დავრჩი," - დაწერა UFC-ის ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჰენრი სეხუდომ.
ალექსანდრეს თავდაპირველად კოდი ჰედონთან (8-1) უნდა ეჩხუბა, თუმცა აღნიშნული მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა და ის თანამემამულე თიქნესიმ ჩაანაცვლა, რომელიც ალექს ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორი გახლავთ. უფროსმა თოფურიამ რთული ბარიერი ადვილად გადალახა დაUFC-ის სუპერმსუბუქ წონაში წინსვლა დაიწყო.
11:54 09-02-2025
"დიდად ვერ გამაოცა" - UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვულოცავ ალექსანდრეს, სათოფურიეთს და მთლიანად საქართველოს უფს-ის მომავალი ჩემპიონის დაბადებას.
45
2
რაო, ვერ გამაოცაო? ჰენრი, მერაბმა, ხომ ძალიან გაგაოცა და რაც შეეხება ალექსანდრეს, არამარტო გაგაოცებს, არამედ ღრმა ძილის გრიმასებს მოგგვრის სახეზე...
36
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული