"პატარა მსუქანი ნაბი***რია... ჩვენი ჩხუბი გარდაუვალია" - პიმბლეტმა თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურია კვლავ გააკრიტიკა. მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა "ელ მატადორს" მსუქანი ნაბი***არი უწოდა.

"შევხვდებით თუ არა მე და თოფურია ერთმანეთს? ჩვენი ბრძოლა გარდაუვალია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ილია მსუბუქ წონით დივიზიონში გადმოვიდა, ვფიქრობ, ეს აუცილებლად მოხდება.

თოფურია მორიგი ჯუჯაა. საერთოდ მას ამ დივიზიონში რა უნდა? წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს. ქვემსუბუქ დივიზიონში წონის გამო ბრძოლას ვერ აფიქსირებს, მსუქანს კი მე მეძახის. თუ ქვემსუბუქ დივიზიონში წონას ვერ აფიქსირებს, ე.ი პატარა მსუქანი ნაბიჭ***არია. მისი ბრძოლა მახაჩევთან? ისლამი გაანადგურებს, ილია
გრეპლინგში დაიჩაგრება. თოფურია მაქსიმუმ სამ რაუნდს გაუძლებს", - განაცხადა პიმბლეტმა TNT Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ქართველმა მებრძოლმა გასულ კვირას განაცხადა, მომდევნო ბრძოლის ანონსს მალე ვიხილავთ.

alt"ამას ვერ დაიჯერებთ, მოემზადეთ" - ილია თოფურია

alt"თოფურია ჯუჯაა" - პიმბლეტი "მატადორთან" ბრძოლას ითხოვს

altოფიციალურად: ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა
 

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეცოდები უბედურო
1
ასპროცენტიანია. ისლამი თავყბას გაუერთიანებს ილიას.
გურამი
19:18 15-03-2025
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული