ზაზა ნადირაძე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა

AutoSharing Option
26 ივნისს მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში ზაზა ნადირაძემ 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირდაპირ დიდ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მან დისტანცია 39.421 წამში დაფარა. ნადირაძის გარდა, 40 წამზე ნაკლები დრო კიდევ 2 სპორტსმენს დასჭირდა. ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტსის შედეგი 39.526 წამი იყო, ესპანელი ალფონსო ბენავიდესის - 39.969. ამ დისციპლინაში ფინალური რბოლა ხვალ, 27 ივნისს, 15:30 საათიდან დაიწყება.

კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე რბოლის ნახევარფინალში იასპარეზებს ბადრი ყაველაშვილი. წინასწარ რბოლაში მან დისტანცია 35.227 წამში
დაფარა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე შედეგი აჩვენა. ასევე ნახევარფინალში მოხვდა მარიამ ქერდიკაშვილი. კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შეჯიბრებაში ფინიშთან 51.526 წამში მოვიდა და მეცამეტე იყო.

ორივე ნახევარფინალი დღეს გაიმართება.

altზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველი ეტაპი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდ წარმატებებს გისურვებ ნამდვილო ვაჟკაცო. შენი ისტორიის მცოდნეს არ არსებობს რომ განსსაკუთრებულ პატივისცემას არ იმსახურებდე...გაიხარე ჯიგარ!
emigranti
26 ივნისი 2019 22:48
0
ყველამ მხარი დავუჭიროთ ამ კაცს,ნამდვილი გმირობაა რასაც ის აკეთებს.
ზას.
26 ივნისი 2019 22:02
0
წარმოუდგენელია რასაც ეს ადამიანი აღწევს. გვეიმედები, წარამტებები.
Geo_Dinamo
26 ივნისი 2019 17:55
0
აუუუ, რა მაგარი კაცი ხარ შენ!!!! ასე ენთუზიაზმით.... ყოველგვარი ყურადღების გარეშე...
გენაცვალე!!!
buba
26 ივნისი 2019 17:22
1
გენაცვალე! კაცი ხარ კაცური!
asaqsdasa
26 ივნისი 2019 17:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული