"ნაპოლის" ტრანსფერები - "პარტენოპეიმ" 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა.

"პარტენოპეიში" განაგრძობს კარიერას 21 წლის იტალიელი მცველი ლუის ჰასა, რომელიც "ლეჩეს" წევრი გახლდათ. ის "იუვენტუსის" აღზრდილია და "სკუადრა აძურას" ახალგაზრდული გუნდის წევრია. ჰასა ახალ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააგრძელებს.

"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "კალიარისთან" მეკარეები გაცვალა. სიმონე სკუფეტი "პარტენოპეიში" გადაბარგდა, ელია კაპრილე კი კარიერას სარდინიაზე გააგრძელებს.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ "კალიარის" კაპრილეს გამოსყიდვა შეეძლება, სკუფეტი კი ამ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული