საბედნიეროდ მატიასს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მისი ავტომობილი კი გვარიანად დაიმტვრა. უვნებელი გადარჩა სატვირთო მანქანის მძღოლიც, რომლის ავტოს უკანა მარცხენა საბურავები მოძვრა.
პოლიციის კომისარმა მაურო ხაიმემ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი ის გახლდათ, რომ დილით იწვიმა და მატიასმა სველ გზაზე საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.