კურტუამ ახსნა, როგორ მოიგერია მესის დარტყმული პენალტი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, სტუმრად პსჟ-სთან 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ გააკეთა:

"გასვლაზე ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით. თამაში საკმაოდ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესაძლოა, ბურთთან საკმარისად მშვიდად ვერ "ვურთიერთობდით" და ამის გამო დავისაჯეთ.

ბურთი სულელურად დავკარგეთ, მბაპე ჩვენს ორ მცველს გასცდა და გამიტანა. ამის მიღება ძნელია, თუმცა ცუდად ვითამაშეთ. გულდასაწყვეტია, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

ჩვენ გამარჯვება გვჭირდება. ვიცით, ეს უნდა გავაკეთოთ და შედეგის მისაღწევად გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება.
მესი ხშირად ასრულებს თერთმეტმეტრიანს, ამიტომ გამოცნობა ძნელია. მარჯვენა კუთხეში
დარტყმული რამდენიმე ვერ გამოიყენა. გადავწყვიტე, რომ ჩემგან მარცხენაში დაარტყამდა. იმის ალბათობაც არსებობდა, რომ კარის ცენტრში დაარტყამდა, როგორც "ლაიპციგთან". საკუთარ თავს ვუთხარი: "კარგი, მარცხნივ გადავხტები". კარგი ნახტომი გამომივიდა. ასეთ შემთხვევებში ცოტა გამართლება გჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გაგიმართლა ძმაო და ეგაა. თავიდან არჩეულ კუთხეში გადახტი და დაემთხვა...
არტ
11:24 17-02-2022
3
უჰ, ძაან ადვილი ყოფილა! ;)
ვვვ
22:05 16-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული