პსჟ-ის ფეხბურთელმა ნეიმარმა დაბადების დღის აღსანიშნავად 200-მდე ადამიანი დაპატიჟა.
ბრაზილიელმა 26-ე დაბადების დღე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად გადაიხადა. ნეიმარმა მეგობრები პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში შეკრიბა.
სტუმრებს შორის იყვნენ ნეიმარის თანაგუნდელები: დანი ალვეში, კევინ ტრამპი, კილიან მბაპე, მარკო ვერატი, ანხელ დი მარია, ედინსონ კავანი, ტიაგო მოტა, ტიაგო სილვა და ასევე, ხავიერ პასტორე. წვეულებას დაესწრნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი და კლუბის პრეზიდენტი.
ასევე მოწვეულთა შორის იყვნენ ბრაზილიელი რონალდო და გაბრიელ ჟეზუსი.
ნეიმარს კი თან მეგობარი გოგონა ბრუნა მარკეზინი ახლდა.
16:23 05-02-2018
ნეიმარმა დაბადების დღეზე 200-მდე ადამიანი დაპატიჟა [PHOTO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული