"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, ჩვენო პატარა ბიჭო. ვერ აღვწერ, როგორ ბედნიერებას ვგრძნობთ ჩვენ გულებში", - დაწერა ივანოვიჩმა "ინსტაგრამში".
წყვილმა ბიჭს ლუკა დაარქვა.
ანა ივანოვიჩი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია. 2008 წელს ივანოვიჩს როლან გაროსი აქვს მოგებული. ხოლო შვაინშტაიგერი 2014 წელს გერმანიის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ანა და ბასტიანი ერთმანეთს 2014 წლის სექტემბრიდან ხვდებიან, ხოლო 2016 წლის 12 ივლისს დაქორწინდნენ.