გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა "წითლების" მეკარე დავიდ დე ხეასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
"როცა "მანჩესტერში" გადავედი, დე ხეამ მკითხა: "მითხარი, ნოიერს ხომ ვჯობივარ?" მე ვუთხარი: "არა, ეგრე არაა. ის სულ სხვა დონეზეა". დავიდი გაბრაზდა, მაგრამ ავუხსენი, ასე რატომაც ვფიქრობდი...
შემდეგ, როცა დე ხეა კარგ მატჩს ჩაატარებდა, ყოველ ჯერზე მისვამდა იმავე შეკითხვას, მაგრამ მე შეუდრეკელი ვიყავი", - უთხრა გერმანელმა BBC-ს.
შვაინშტაიგერი "იუნაიტედის" რიგებში 2015-17 წლებში გამოდიოდა, კარიერა კი "ჩიკაგო ფაიარში" დაასრულა. "წითელ ეშმაკებში" გადასვლამდე
ნახევარმცველი "ბაიერნის" რიგებს 15 წელი იცავდა.