ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა 35 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოვიდა დრო და ვასრულებ ჩემს აქტიურ კარიერას. მინდა, თქვენ და ჩემს გუნდებს მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს და ოჯახს.

ფეხბურთთან დამშვიდობება ჩემში ნოსტალგიას იწვევს. თუმცა მოუთმენლად ველი გამოცდას, რომელიც მალე მელის. დიდი მადლობა დროის ერთად გატარებისთვის, ჩემს გულში თქვენთვის ადგილი მუდამ იქნება", - წერს შვაინშტაიგერი "ინსტაგრამზე".

მან რვაჯერ ბუნდესლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული