კრიშტიანო რონალდოს სიმამრი 10 წელი ციხეში იჯდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონას, ჯორჯინა როდრიგესის მამა წარსულში ნარკოტიკების გამყიდველი იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. ხორხე როდრიგესი ციხეში, საერთო ჯამში, 10 წელი იჯდა. პირველად ის 2003 წელს ჩასვეს. როცა მისი სასჯელის პერიოდი დასრულდა, როდრიგესი მსუბუქი ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე კვლავ დაიჭირეს და ციხეში 5 წლით ჩასვეს. ის 2013 წელს გათავისუფლდა.

მას ესპანეთში ჩასვლა აკრძალული აქვს, სადაც მის მიერ უკანონო რეალიზება ხდებოდა. ახლა 69 წლის ხორხე ავადაა და არგენტინაში ცხოვრობს. მას ჯორჯინა ეხმარება.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ
გახდა ცნობილი, რაც კრიშტიანო რონალდოს მიმართ გაუპატიურების საქმის გამოძიება დაიწყო.

23 წლის ჯორჯინა რონალდოს ცოლი არ არის, მაგრამ წყვილი უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობს და საერთო ქალიშვილს და პორტუგალიელის 3 შვილს ზრდიან, რომელიც ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.

altრონალდოს სექს-სკანდალი გრძელდება - "რეალმა" პორტუგალიურ გაზეთს უჩივლა

altრონალდოს ადვოკატი: გაუპატიურების საქმის დოკუმენტები შეთითხნილია


altმოდელი, რომელმაც ჯორჯინა როდრიგესი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეცვალა [PHOTO]

altვინ არის ჯორჯინა როდრიგესი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე??? ეს სპორტული ინფორმაციაა? ვის რაში აინტერესებს?
grisha
17:29 12-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული