პატარასთვის და სხვა კენგურუებისთვის ბრანსმა ავსტრალიურ ქალაქ ალის-სპრინგში სპეციალური პარკი ააშენა.
9 წლის ასაკში როჯერმა 2 მეტრს მიაღწია და 91 კილოგრამს იწონიდა. ეს სრულიად ნორმალურია მსგავსი ასაკის კენგურუსთვის. ერთდერთი, რითიც როჯერი განსხვავდებოდა, მუსკულატურა იყო. 2015 წელს ის ინტერნეტმემი გახდა, როდესაც ქსელში მისი ფოტო გავრცელდა, სადაც მას ხელებში რკინ
აი, ასეთი იყო როჯერი, როცა ის ბრანსმა იპოვა.
9 დეკემბერს პარკის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ პლანეტის ყველაზე პოპულარული კენგურუ ცოცხალი აღარაა. ის 12 წლის იყო.
ბოლო ფოტო, რომელიც როჯერის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს.
სიცოცხლეში როჯერი ტურისტებში ძალიან პოპულარული იყო. მასზე არაერთი ფილმი გადაიღეს და ასობით ინტერნეტმემი შექმნეს.
გარდა ამისა, როჯერი ასევე კიკბოქსიორი იყო. ის ხშირად ეჩხუბებოდა პარკში სხვა კენგურუებს, რითაც თავის ტერიტორიას ნიშნავდა.
BBC-ის ინტერვიუში ბრანსმა განაცხადა, რომ როჯერი იქ დამარხეს, სადაც მან ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.
"როჯერი ჩვენი ალფა-მამრი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ის გაიზარდა, რომ გამხდარიყო კენგურუ, რომელიც ხალხმა მთელ მსოფლიოში შეიყვარა, ისევე, როგორც ჩვენ. ის იმ ადგილასაა დამარხული, სადაც 10 წელი იცხოვრა. ყოველთვის გვეყვარები და მოგვენატრები, როჯერ", - ამბობს ბრანსი.