12-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა კრივში ფლოიდ მეივეზერმა საჩვენებელ ბრძოლაში იაპონელ ტენსინ ნასუკავას 140 წამში სძლია.
ამ გამარჯვებით ამერიკელმა მოკრივემ 9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მან მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
მეივეზერმა ჩატარებული 50 ორთაბრძოლიდან 27 ნოკაუტით მოიგო.