რომარიომ მასზე 31 წლით უმცროს ქალთან გააბა რომანი [PHOTO]

AutoSharing Option
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს და ამჟამად პოლიტიკოს რომარიოს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს.

რომარიო ანა კაროლინ ნაზარიოს ხვდება. უცხოური პრესა ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი ლეგენდის რჩეული ლამაზმანი 22 წლისაა, არადა, თავად რომარიო 53 წლის არის.

უცხოურმა მედიამ უკვე მიაწება რომარიოს მექალთანის იარლიყი.

გოგონამ ერთობლივი ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და მიაწერა:

"სიყვარული, არაფერია ამ ცხოვრებაში შემთხვევითი, ყოველთვის არსებობს მოტივი და მიზეზი. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მიზეზის გამო მოდიან და რაღაცას გვასწავლიან. შენ მე სიყვარული მასწავლე. მხოლოდ მე ვიცი, რას ვგრძნობ შენ მიმართ. სიყვარულის, სიამაყისა და
ვნების ნაზავი".

შეგახსენებთ, რომ რომარიომ ბრაზილიის ნაკრებში 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო საკლუბო დონეზე პსვ-ში, "ბარსელონაში", "ვალენსიასა" და კიდევ სხვა კლუბებში გამოდიოდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ რომარიოს ფული უფრო გეყვარება ვიდრე რომარიო
ტოტტი
17:16 15-07-2019
1
ანა გილოცავ შვილო, ძალიან გამიხარდა, გამრავლდით და გაიხარეთ!
თქვენი ნოდარი ძია
00:35 23-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული