ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი და ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შეზინგერი ერთმანეთს დაშორდნენ.
ამის შესახებ თავად შეზინგერმა განაცხადა პოპულარული შოუ Australia’s Got Talent-ის მიმდინარეობისას და ერთ-ერთ კონკურსანტს მიმართა: "უფრო თამამად, მე თავისუფალი ვარ!"
შეზინგერი და დიმიტროვი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ. ამავე წელს ნიკოლი ფორმულა 1-ის მრბოლელ ლუის ჰემილტონს დაშორდა. ჰემილტონთან შეზინგერმა 8 წელი გააატარა, თუმცა ბრიტანელმა მას ხელი არა და არ სთხოვა. მათი დაშორების მიზეზიც სწორედ ეს იყო.
ჰემილტონსა და დიმიტროვს შორის შეზინგერი შვეიცარიელ ფეხბურთელ პაიტიმ კასამის ხვდებოდა, თუმცა წყვილის ურთიერთობა დიდი
ხნით არ გაგრძელებულა.
თავად დიმიტროვი, სანამ სასიყვარულო ურთიერთობას შეზინგერთან ააწყობდა, მარია შარაპოვას ხვდებოდა.
ჰემილტონი "ინსტაგრამ-მოდელთან" ერთად შენიშნეს - ვინ არის მრბოლელის რჩეული? [PHOTO]
კიკბოქსიორი და მსოფლიოს ჩემპიონი - ვინ არის იტალიელი სუპერტალანტის მეგობარი გოგონა? [PHOTO]
ჰარი მაგუაირის ულამაზესი საცოლე, ფიზიოთერაპევტის დიპლომით [PHOTO]