ავსტრალიაში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, გუშინ 1/2-ფინალის საგზური კაილ ედმუნდმა და მარინ ჩილიჩმა მოიპოვეს. ქალთა ერთეულთა თანრიგში კი აღნიშნულ წარმატებას ელის მერტენსმა და კაროლინ ვოზნიაცკიმ მიაღწიეს.

დღეს კიდევ ოთხი ჩოგბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ასპარეზობას გააგრძელებენ. ტურნირის ერთ-ერთი სენსაციის ავტორმა ჰეიონგ ჩუნგმა კიდევ ერთი აღმოჩენა - ტენის სანდრგინი სამ სეტში 6:4, 7:6, 6:3 დაამარცხა.

მოსალოდნელი გამარჯვება იზეიმა როჯერ ფედერერმა. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩეხი ტომაშ ბერდიხი სამ სეტში ანგარიშით - 7:6, 6:3, 6:4 გამოთიშა ასპარეზობას.

ბრძოლა არ შედგა
არც ქალთა ერთეულთა თანრიგში. ანგელ კერბერმა მედისონ კისს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო და ორ სეტში 6:1, 6:2 გაიმარჯვა. სიმონა ჰალეპმა კი კაროლინა პლიშკოვას - 6:3, 6:2 მოუგო.

ამრიგად, ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:

25 იანვარი
მარინ ჩილიჩი - კაილ ედმუნდი 12:30
ელის მერტენსი - კაროლინ ვოზნიაცკი 07:00
სიმონა ჰალეპი - ანგელიკ კერბერი 09:00
26 იანვარი
ჰეიონგ ჩუნგი - როჯერ ფედერერი 12:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული