11 წლით უფროსი ზლატანზე - ვინ არის იბრაჰიმოვიჩის იდუმალი ცოლი? [PHOTO]

AutoSharing Option
შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამას წინათ განაცხადა, რომ ლა ლიგაში აპირებს დაბრუნებას. ეს ცნობა ინტერნეტში ელვისებურად გავრცელდა.

შვედმა ამ განცხადებით კვლავ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. რაც უნდა ითქვას, შვედს ყურადღების მიქცევა ყოველთვის ეხერხებოდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე, რომელიც მუდმივად ჩრდილშია.

არადა, დღევანდელ მსოფლიოში ფეხბურთელის ცოლობა პირადი ცხოვრების გამოაშკარავებას ნიშნავს.

თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ჰელენა სეგერის შემთხვევა სხვებისას არ ჰგავს. ზლატანი ყოველთვის ახერხებს, რომ მისი პირადი ცხოვრება გარეთ არ გამოიტანოს და თავის მხრივ, არც სეგერზეა ბევრი რამ ცნობილი.

ქერათმიანი ლამაზმანი
ზლატანზე 11 წლით უფროსია და ახალგაზრდობაში მოდელობაც სურდა, თუმცა სიმაღლემ არ შეუწყო ხელი.

სეგერი მარკეტოლოგიაზე სწავლობდა და პარალელურად რესტორანშიც მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ჰელენამ ზლატანი, თუმცა იბრაჰიმოვიჩი თავიდანვე არ მოეწონა. ზლატანმა მას საკუთარი "ფერარით" გამოსასვლელი გზა გადაუღობა, რითაც ჰელენაზე კარგი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

ჰელენას არასდროს სურდა ფეხბურთელის ცოლობა, მაგრამ ზლატანმა თავისი გაიტანა და ქერა ლამაზმანის გული მოინადირა.

მას შემდეგ, რაც წყვილმა სერიოზული ურთიერთობა დაიწყო, ჰელენას კარიერა მეორეხარისხოვანი გახდა. ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ცხოვრების დროს ჰელენა საკუთარი ბიზნესის განვითარებას ცდილობდა, მაგრამ მეუღლის მუდმივი მოგზაურობა ამაში ხელს უშლიდა.

საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ოცნება ჰელენას არ დაუკარგავს, თუმცა დროებით გადადო, სანამ ზლატანი ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოკიდებს.

ხოლო, რაც შეეხება პრესის მხრიდან ყურადღებას, მას ზედმეტი ყურადღება არ სიამოვნებს.

"მილანში ცხოვრების დროს ძალიან რთული იყო, რადგან ჩემ მიმართ ძალიან დიდი ყურადღება იყო მომართული, ახლა კი თავისუფლად შემიძლია საყიდლებზე წავიდე და არავინ მცნობს", - აღიარებს ჰელენა.

ახლა იბრაჰიმოვიჩის ოჯახში ორი შვილია და კვლავ აპირებენ გადაბარგებას. ჰელენს კი კვლავ მოუხდება თავისი ოცნების გადადება, რადგან როგორც ჩანს, ზლატანი ამერიკული კარიერის შემდეგ ლა ლიგაში აპირებს დაბრუნებას.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული