გათავისუფლების მოთხოვნა! - "ბარსელონას" ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაპატიმრებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ექიმი გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქგვერდი" თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

"ბარსელონა. 15 ნოემბერი, 2019 წელი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება:

ქვემოთ ხსენებულს ჩვენ ვწერთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ექ
იმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით.

ჩვენ მას ვიცნობთ იმ დროიდან, როდესაც ის ბარსელონაში ერთწლიანი პროგრამით იმყოფებოდა. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც კეთილ, გულისხმიერ, პატიოსან ექიმს, რომლის სურვილიც, დაეხმაროს ადამიანებს, არის იმხელა, რომ ის ჩვენს სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში არ იმყოფებოდა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. მისი ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო.

შესაბამის ორგანოებს საკითხის სამართლიანად განსჯასა და ჩვენი კოლეგის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას ვთხოვთ იმისთვის, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის მშვიდობიანად დასასრულებად გავაკეთოთ, გთხოვთ, გვაცნობოთ.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ის ყოველთვის იყო საკუთარი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ თავდადებული." - წერია დოკუმენტში.

Sportall.Ge

აღნიშნულ წერილს ხელს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ექიმი რამონ კუგატი აწერს.

წყარო: Barcamani.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო ვაჟა! ბრავო ბარსა...
ვახო...
21 ნოემბერი 2019 16:41
0
ბრავო ვაჟა! ბრავო ბარსა...
ვახო...
21 ნოემბერი 2019 16:41
0
ვაჟა გაფრინდაშვილი 21 საუკუნის ქართველი გმირია!!!
დათო
21 ნოემბერი 2019 16:20
0
როგორი დიდი პატივისცემა უნდა დაიმსახურო, რომ ასე გვერდზე დაგიდგეს ბუმბერაზი კლუბი!!! როდესაც კარგი ადამიანი ხარ, არა აქვს მნიშვნელობა ექიმი ხარ თუ მეეზოვე, ყოველთვის ასხივებ და შეუმჩნეველი არ რჩები!!! ყოჩაღ ვაჟას და ბრავო "ბარსელონას"!!!
დათო
21 ნოემბერი 2019 16:18
0
მეტი ვიდრე კლუბი!
barsa
21 ნოემბერი 2019 14:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული