ვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინისთვის თავი გაწიროს, ზუსტად ისე როგორც მისმა მამამ ჩერნობილის ტრაგედიისას...

AutoSharing Option
სანამ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აგრძელებს, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ვლადიმირთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მთელი მსოფლიოსგან დახმარებას ითხოვს. თანამედროვე ომის ისტორიაში ჩამოთვლილი პირები გმირის სახელწოდებას მიიღებენ, რატომ? მიზეზი მარტივია, შეეძლოთ დაეტოვებინათ უკრაინა და თანამემამულეები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოობისთვის გაეწირათ, თუმცა კლიჩკოების ოჯახი მსოფლიოს მაგალითს აძლევს, თუ როგორია იყო პატრიოტი, დაიცვა ქვეყანა და ოჯახი აგრესორისგან. ვიტალის თქმით, ყველაფრის მზადაა, მათ შორის სიკვდილისთვისაც...

MSNBC-სთან ინტერვიუში ექს სპორტსმენმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა:

"თუ ჩემს ქვეყანას ჩემი სიცოცხლის დათმობა სჭირდება, მაშინ მზად ვარ
თავი სამშობლოსთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი მომავლისთვის გავწირო. რა თქმა უნდა, სიცოცხლე ყველას უნდა, სიკვდილი კი არავის, თუმცა რუსების მიზანი იმპერიის აღდგენაა, ჩვენ კი არ გვინდა მასში შემავალი ქვეყანა ვიყოთ. პუტინის მიზანი უკრაინის დაჩოქებაა, თუმცა ჩვენ თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით. უკრაინა მეგობრული და მშვიდობის მოყვარე ქვეყანაა, მაგრამ ახლა გამოსავალიც არ გვაქვს... მე უკვე ასაკში შესული ვარ, თუმცა ძნელია ემოციებისგან თავის შეკავება, ურთულესი სანახავია ქალბატონი, რომელმაც შვილი დაკარგა, მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა, რომ დიდი გმირობაა საკუთარი ქვეყნის დასაცავად თავის გაწირვა".

ვიტალის მამის ისტორია ჩერნობილის ტრაგედიისას

ალბათ საინტერესოა, რა შთააგონებს ძმებს ბოლო წვეთამდე ბრძოლაში? ბევრს არ ეცოდინება, რომ კლიჩკოების მამა საბჭოთა კავშირის ყოფილი მფრინავი იყო, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გაწირა. 80-იან წლებში, როდესაც ჩერნობილის ტრაგედია მოხდა, ვლადიმირ კლიჩკო როდიონოვიჩი საჰაერო ძალების პოლკოვნიკი იყო, მთელი დარჩენილი ცხოვრება რადიაციული მოწამვლისგან იტანჯებოდა, საბოლოოდ კი 2011 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2 შვილს საკუთარი ქვეყნის სიყვარული ასწავლა, დაანახა თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს, სწორედ აქედან იღებენ გამბედაობას ლეგენდარული ძმები.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
საამაყო მოკრივე. და უფრო საამაყო შვილი თავისი სამშობლოსი...პატრიოტი კაცი...თქვენი ბრძოლა სამართლიანია...თ1ვენი საქმე ყველაზე საამაყო..დიდება უკრაინას..დიდება ყველა მართალ ადამიანს..
Labirinti...
16:31 19-03-2022
2
გმირები არ იბადებიან, გმირები ხდებიან!
ვახო...
17:59 19-03-2022
0

სიახლეები პოპულარული