სექსი ოლიმპიურ სოფელში - ყველა ლამაზია და ყველას ცოტა აცვია

AutoSharing Option
ბოლო წლებში, ყოველი ოლიმპიადის წინ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციად რჩება პრეზერვატივების რაოდენობა, რომელიც ორგანიზატორებმა სპორტსმენებისთვის შეისყიდეს. მათი დარიგება ოლიმპიურ სოფელში 1988 წელს, სეულის თამაშებზე დაიწყეს. ჰყვებიან, რომ მალე გამოყენებულ პრეზერვატივებს შენობების სახურავებზეც პოულობდნენ, რადგან ბევრმა ქვეყანამ საკუთარ წარმომადგენლებს სთხოვა - უფრო მოკრძალებულად მოქცეულიყვნენ.

"ნანახი მაქვს, ხალხი როგორ იყო დაკავებული სექსით ყველას თვალწინ, - იხსენებს ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებას აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლო. - სპორტსმენებს ხომ უყვართ უკიდურესობები. თუ ვარჯიშობ, ამას მაქსიმალური კონცენტრაციით აკეთებ. თუ სვამ, ერთბაშად 20 ჭიქა უნდა
მიიღო. როცა ცხოვრებაში რაღაც ერთხელ ხდება, გინდა, მაგარი და მძაფრი მოგონებები დაგრჩეს - ტურნირზე, საღამოებზე, სექსზე".

საინტერესო მოგონებები დარჩა კერი შეინბერგს - სამთო მოთხილამურეს, რომელიც 1994 წლის ოლიმპიადაზე გამოდიოდა. ის ჰყვება, რომ გერმანელი ბობსლეისტები საკუთარ მედლებს სთავაზობდნენ სექსის სანაცვლოდ: "მათ მკაფიოდ მიმანიშნეს, რომ მზად იყვნენ, მედლები სხვადასხვა მომსახურებაში გაეცვალათ".

1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა მეტიუ საიდი, რომელიც, მოგვიანებით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სპორტული ჟურნალისტი გახდა. 2008 წელს საიდმა "თაიმსისთვის" დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ თამაშებზე ორკვირა-ნახევარში უფრო მეტი სექსი ჰქონდა, ვიდრე იქამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში:

"ათასობით სპორტსმენი ქალი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან: კარგ ფორმაში, სექსუალურად მომწიფებულნი... სასადილოში თითოეული სტუმრობა ნიშნავდა კუბელ მხტომელთან ან შვედ ბადმინტონისტთან გამოლაპარაკებას. სასაცილომდე ცხადი იყო ის, რაც ყველას ერთმანეთისგან უნდოდა.

სანამ ტურნირები მიდიოდა, დიდი გაჭირვებით ვიკავებდით თავს, მაგრამ, როგორც კი ბრძოლას ვეთიშებოდით, ერთმანეთს ვეცემოდით, როგორც ჭკუიდან გადასული მოფარიკავეები. შესაძლოა, იყო ბევრი ჰომოსექსუალური კავშირიც, მაგრამ ჰომოფობია სპორტში - სამწუხაროდ, ცნობილი ფაქტია. ასე რომ, ასეთი რამეები საიდუმლოდ კეთდებოდა".

ბრაზილიელი წყალბურთელის, ტონი აზევედოს თქმით, ყველაფერი ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრ სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში პირველად უჩნდება თავისუფალი დრო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში:

"იფიქრეთ იმაზე, რა რთულია ვინმეს გაცნობა. ახლა იფიქრეთ ოლიმპიელებზე, რომლებიც ყოველდღე ვარჯიშობენ დილის ექვსი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. როდის უნდა გაიცნონ ერთმანეთი? სოფელში დაძაბულობა ნელდება და...!"

ჰოუპ სოლოს მიაჩნია, რომ სოფელში ძალიან იოლია გაცნობა, რადგან ყოველთვის არის სალაპარაკო თემა: "ხანდახან, ბარში ვინმესთან გამოლაპარაკება უხერხულია, აქ კი ყველას აქვს რაღაც საერთო".

"უბრალოდ, ყველა ლამაზია და ყველას ცოტა აცვია", - ასე ხსნის ამერიკელი შუბის მტყორცნელი ბრო გრირი: "ყველგან გოგონები არიან პატარა ტრუსებითა და ლიფებით, ბიჭები კი საცვლებით. მაშინვე ამჩნევ - ვის რა და როგორი აქვს. ისეც ხდება, რომ სახე დიდი არაფერი, მაგრამ ტანი იდეალურია".

2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის ორგანიზატორებს დაუმთავრდათ 70 ათასი პრეზერვატივის პარტია და მოუწიათ კიდევ 20 ათასის შეკვეთა.

ერთხელ ამერიკელი მსროლელი ჯოშ ლაკატოსი დასახლდა სართულზე, სადაც ბევრი თავისუფალი ნომერი იყო.

"პირველად ამის შესახებ ამერიკელმა მძლეოსნებმა გაიგეს. ერთხელ, დილით დავინახე, რომ ბიჭებთან ერთად ნომრებიდან გამოდიოდა რომელიღაც სკანდინავიური ქალთა გუნდი სრული შემადგენლობით, რომელმაც წინა დღეს გაირბინა 4X100 მეტრი ესტაფეტა. მალე მივხვდი, რომ ოლიმპიურ სოფელში ბორდელის მეპატრონე ვიყავი", - იხსენებს ლაკატოსი.

"სპორტსმენები - თავგადასავლების მაძიებლები არიან, - ამბობს ჰოუპ სოლო. - მათ ყოველთვის სჭირდებათ გამოწვევა. მაგალითად, შეხვედრა და დაწოლა ადამიანთან, რომელიც შენს ენაზე არ ლაპარაკობს".

"ვანკუვერის თამაშებზე ექვსმა სპორტსმენმა - გერმანელებმა, კანადელებმა და ავსტრიელებმა - ჯაკუზი-ფართი მოაწყო. შემდეგ ეს წვეულება ჯაკუზი-ორგიაში გადაიზარდა", - მოუყვა ESPN-ს მოთხილამურე, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

"შეიძლება ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი ვეღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, - ამბობს ამერიკელი ბირთვის მკვრელი ჯონ გოდინი. - ეს ვეგასივითაა. უბრალოდ, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამიტომაც დაბორიალობდნენ ჩვენი მოჭიდავეების აბსოლუტური უმრავლესობა დაბოლილებივით, ალბათ გამოუძინებლები და მაგრად გამოსექსილები. შედეგიც შესაბამისი მოგვაქვს ხოლმე. მედლების 20 ნაღდი კანდიდატიდან 5-6 და ისიც უმეტესწილად "ბრინჯის" მედლები. ისე კეთილი შურით შეგშურდება კაცს. მარტო ამისთვის ღირს ოთხი წელი წვალება რომ ოლიმპიადაზე გაგრიალდე როგორც "ლენდ კრუიზერ" სექსტრონიკი.
.........
02:01 31-12-2016
10
სექსზე მაგარი არაფერი არ არებობს და რა გასავირია.
ჭიკი
16:35 30-12-2016
21

სიახლეები პოპულარული