თამაში "პალიტრა მედიისა და "ქებულის" გუნდებმა გახსნეს, რომელიც "ქებულის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გადავიდა...
მეორე თამაში "ავერსსა" და პროექტის სპონსორს, იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელ კომპანია "ოშის" შორის გაიმართა, სადაც "ავერსმა" გაიმარჯვა.
საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა მესამე თამაში, სადაც "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" და "ფრეგო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი ქულა "თეგეტამ" მოიპოვა, თუმცა თამაშის მეორე რაუნდში "ფრეგოს" ერთ-ერთმა წევრმა მოწინააღმდეგე გუნდიდან სამი
ნახევარფინალური თამაში 8 ივლისს შედგება, სადაც "ქებულის", "ავერსისა" და "თეგეტას" გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
გამარჯვებული ორი გუნდი ფინალში 9 ივლისს დაუპირისპირდება ერთმანეთს. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს "არსენალის" თასი და სპეციალური პრიზები გადაეცემა "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან".
ავტორი: ლალი პაპასკირი